სს „თელასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1584
2017 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
სს „თელასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, №01.10.14.010.017 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაუქმებულ იქნეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მარტის №28/03/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი