საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №162 6

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დისველი ს, ტანძიი ს, აკაურთი ს, ძეძვნარიანი ს, ფოცხვერიანი სა და იწრიი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფლების: მამხუტი ს, ქვემო და ზემო არქევანი ს, ხატავეთი სა და გეტი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელი ს, სკრი სა და უფლისციხ ის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელ ახალხიზი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფელ ხიდისთავი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

დ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა გორისა და ზედა ბზვანი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ზ) თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფშაველი ს, ლალისყური სა და ლაფანყური ს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

თ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: დავითიანი ს, შეერთები ს, ქვემო გურგენიანი ს, ზემო გურგენიანი ს, ზემო ხიზი სა და ხიზაბავრი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ი) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანი სა და დოესი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხოლო სოფლების: გარიყული ს, სასირეთი სა და თელათგორის დაჩები ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

კ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესისა და ქვემო და ზემო ჩიბათი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ლ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათგვერდი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

მ) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირი ს, თეკლათი ს, საგვარამიო ს, ახალსოფლი სა და ნოსირი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფლების: გეჯეთი ს, ძველი სენაკი ს, ზედა სორტი სა და ქვედა სორტი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ნ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ო) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა ფლევი ს, ნაცარგორი ს, დიდი ფლევი ს, ტკოცი ს, ზემო ბროლოსანი ს, ქვემო ბროლოსანი ს, კლდისწყარო ს, წეღვერი ს, ტიტვინისწყარო ს, ზემო აძვისი ს, ნაბახტევი ს, მცხეთიჯვრი ს, უწლევი ს, ალი ს, ბრილი ს, ქინძათი ს, ახალუბნი ს, დუმაცხოვი სა და კლდისწყარო ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

პ) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგოლი ს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მჭადიჯვრის, მენესოს, სონდის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და სოფელ ჭართლის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

2.    დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო 27 000 000 ლარის რესურსის მოძიება, მათ შორის:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის წინადადების წარმოდგენა;

ბ) საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

4.    ეთხოვოთ ბოლნისის, დმანისის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხის, კასპის, ლანჩხუთის, მცხეთის, სენაკის, ჩოხატაურის, ხაშურის, ხობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი