GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 5-ის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 5-ის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1601
2017 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 5-ის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „GG-B-UCF
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 5.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს ამ განკარგულების პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული ხელშეკრულებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული მომსახურების მიღება.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 31 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი