ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი „GG-B-UCF თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №460
2014 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი „GG-B-UCF თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნესამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის„GG-B-UCF A01 თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ხელშეკრულების დამატების პროექტი.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოსამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების დამატების პროექტით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული აღჭურვილობისა და მომსახურების მიღება.
3. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 13 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი