საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ა(ა)იპ - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების − „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1605
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ა(ა)იპ – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ა(ა)იპ – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულება „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი