სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2017 წლის 15 აგვისტო ქ. სენაკი |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ. ვ“ ქვეპუნქტის და „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს და დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობათა რანგირება, თანამდებობრივი სარგოები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე’’ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №18 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა
დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობათა რანგები, თანამდებობრივი სარგოები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა№
თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი სარგო (ლარებში) საშტატო რიცხოვნობა პოლიტიკური თანამდებობის პირი1
საკრებულოს თავმჯდომარე 26501
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 22001
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 18005
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 1700I-რანგი (მაღალი მმართველობითი დონე)
5
საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -საკრებულოს აპარატის უფროსი 15001
III-რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე)
6
საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში720
1
7
საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში720
1
8
საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმის წარმოებისა და საოქმო უზრუნველყოფის საკითხებში720
1
9
საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში720
1
10
საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საარქივო დოკუმენტებისა და საქმისწარმოების საკითხებში720
1
11
საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საინფორმაციო საკითხებში720
1
12
საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში720
1
13
საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში720
1
14
საკრებულოს აპარატის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალიტი საქმისწარმოების საკითხებში660
1
IV-რანგი (უმცროსი სპეციალიტის დონე)15
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალიტი500
1
სულ
11