სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-1624/ო2017 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრზე“ (მის.: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ბორითი) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა №002169, ბრძანება №02-1239/ო, 03.09.2014წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის ნ. ბოლქვაძის განცხადება: №70218, 06.07.2017წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე