„ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დასადები შეთანხმების მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისათვის – ირმა ქავთარაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1641
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1641

2017 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დასადები შეთანხმების მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისათვის – ირმა ქავთარაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დასადები შეთანხმება.

2. შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი შეთანხმების გაფორმებამდე არაჯეროვანი/ვადაგადაცილებით შესრულება ან/და შეუსრულებლობა ჩაითვალოს უმნიშვნელოდ და არ დაიწყოს ამავე საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები, ასევე შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ დაეკისროს პასუხისმგებლობა/ სანქციები.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულებით მოწონებული შეთანხმების საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს – ირმა ქავთარაძეს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი