ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.08.2017
ძალის დაკარგვა 29.12.2022
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2017 წლის 18 აგვისტო
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
ადგილობრივი მოსაკრებლები
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა)
ერთ სულ მოსახლეზე – თვეში 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.
ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა)
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 25000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%-ის ოდენობით;
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილება.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა