„ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1670
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად მ. ბითაძის დანიშვნის შესახებ
1.„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს შეერთებისათვის წარედგინოს „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენცია.
2.„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი