საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია
მიღების თარიღი 21.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №33/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ 2022 წლის 1 ოქტომბრის თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№33/2017
2017 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ, საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
მუხლი 2🔗
საარჩევნო კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღება ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
1. საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს:
ა) თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოწმობა, რის გარეშეც არ დაიშვება კომისიის სხდომაზე;
ბ) უფლება არ აქვს ფოტოვიდეოგადაღებისას ჩაერიოს კომისიის სხდომის მიმდინარეობაში ან/და ხელი შეუშალოს კომისიის მუშაობას;
გ) უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის სხდომის დაწყებიდან/გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში, აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ნებისმიერი ადგილიდან, რის შემდეგაც ის ვალდებულია დაიკავოს შესაბამისი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და ამ ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება;
დ) უფლება აქვს აწარმოოს ინფორმაციისა და მასალის ფოტოვიდეოგადაღება გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს, სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ინტერვიუები. ინტერვიუები დასაშვებია სხდომის დაწყებამდე ან სხდომის დასრულების შემდგომ, საარჩევნო კომისიებში ამისათვის კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე ისე, რომ ამით არ შეფერხდეს საარჩევნო კომისიის საქმიანობა.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი