დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2017 წლის 18 აგვისტო
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ „დ.დ“ „დ.ე“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის №1157-IIს კანონის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები დანართი 1-ის, დანართი 2-ის, დანართი 3-ის, დანართი 4-ის, დანართი 5-ის, დანართი 6-ის, დანართი 7-ის, დანართი 8-ის, დანართი 9-ის შესაბამისად (დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება დანართი 10-ის შესაბამისად (დანართი 10 თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 114 ერთეულით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, 010250050.35.169.016170) და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/06/2017, 270070000.35.169.016305).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი 1