დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2017 წლის 18 აგვისტო
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, დანართის შესაბამისად. (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
№
თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
პოლიტიკური თანამდებობის პირები
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2500
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე
1350
პროფესიული საჯარო მოხელეები
4
აპარატის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
(I რანგი)
1000
5
განყოფილების უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (II რანგი)
810
6
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი)
560
7
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი)
540
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
8
დამხმარე მოსამსახურე - ტექნიკური მდივანი
540
9
დამხმარე მოსამსახურე - მძღოლი
540
10
დამხმარე მოსამსახურე - კომპიუტერული და ქსელური მომსახურების სპეციალისტი
540