ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების/პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა–ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №190
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016400
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 523 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.02.2023 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 17.08.2016 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 30.08.2024 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 07.08.2025 წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 04.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების/პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა–ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ          ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №190 2017 წლის 22 აგვისტო ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების  /პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის /აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის  შ ე ს ა ხ ე ბ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ნება დაერთოთ საარჩევნო პერიოდში განათავსონ ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები /პლაკატები/ ქალაქ ქუთაისში, წერეთლის ქუჩიდან სადგურის მოედნამდე არსებულ საყრდენ კედელზე. მუხლი 2🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების /პლაკატების/ გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო „სულიკოდან“ „ავტოქარხნის“ გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებსა და „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებით დამტკიცებულ პირველ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობების ნებისმიერ ფასადზე. მუხლი 3🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების /პლაკატების/ გაკვრა დასაშვებია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საამისოდ განკუთვნილ სტენდებზე, რომელიც განთავსებულია შემდეგ ადგილებზე: 1. ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე. 2. გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის წინამდებარე ტროტუარზე (ღობის გასწვრივ აღმოსავლეთ ნაწილზე). 3. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში. 4. 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ). 5. ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე. 6. ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის „მუხნარის“ ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში. 7. ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ). 8. ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში. 9. თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია); სულხან-საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე. 10. ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში. მუხლი 4🔗 დადგენილების მე-3 მუხლში მითითებულ მისამართებზე განთავსებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს, 4 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს, სიგრძე 60 სმ. სიგანე 42 სმ. (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყონ ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მუხლი 6🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატების, დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება შეუძლიათ განახორციელონ ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №2, ნაკვეთ №1-ში მდებარე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე და სოლომონ პირველის ქუჩა №46ა-ში მდებარე, ე.წ. „ხარაზოვის ბაღში“ არსებულ შენობაში. ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანების“ ადმინისტრაციასთან. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი