წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.150.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 17 აგვისტო

სოფ. წეროვანი

 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სწაარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
მუხლი 2
1. მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართ №2-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
მუხლი 3
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
მუხლი 4
1. სპეციალური სტენდების გარდა, პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე, ა/სადგურთან მდებარე ბანერებზე, კომერციულ სავაჭრო ნაგებობებზე მეპატრონესთან შეთანხმებით.
მუხლი 5
1. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას  1 (ერთ) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 6
1. ამ დადგენილების პირველი მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
მუხლი 7
1. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




დანართი №1

აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე

1. მართლმადიდებლური ეკლესია - მე-19 რიგი

 

 

 დანართი №2  

აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა

1. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობაზე;

2. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის შენობაზე;

3. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლის შენობაზე;

4. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების შენობაზე;

5. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის შენობაზე;

6. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის შენობაზე - კოტეჯი №764;

7. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაზე - კოტეჯი №1479.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.08.2016.
როდის იქნა მიღებული „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 17.08.2016. მიმღები ორგანო — ახალგორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.150.016104.
რამდენი მუხლისგან შედგება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №22, 17.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3377123/