წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.143.016398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2016 წლის 5 აგვისტო

ხაშური

 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 1 აგვისტოს №01/2476 წერილის შესაბამისადб ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქტიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-2 პუნქტისა,  ასევე აიკრძალოს დანართ №1-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1 თან ერთვის).

 

მუხლი 2
ამ დადგენილების 1-ლი პუნქტის გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 17 ივნისის №49 განკარგულების დანართ №1-ით განსაზღვრულ ობიექტებზე.
მუხლი 3
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე



დანართი №1

 

შენობა-ნაგებობები, სადაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გარდა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა

დასახელება

მისამართი

 

 

ხაშურის სამუსიკო სკოლა

 

 

ხაშური, თამარ მეფის ქუჩა №1

 

 

სურამის სამუსიკო სკოლა

 

 

ხაშური, დაბა სურამი, რუსთაველის ქუჩა №167

 

 

ქვიშხეთის სამუსიკო სკოლა

 

 

ხაშური, სოფელი ქვიშხეთი

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მუზეუმი

ხაშური, კოსტავას ქუჩა №2; დაბა სურამი, გურამიშვილის ქუჩა №2

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა

 

ხაშური, ძნელაძის ქუჩა №10

 

რკინიგზის კულტურის სახლი

ხაშური, თამარ მეფის ქუჩა №31

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2016.
როდის იქნა მიღებული „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 05.08.2016. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.143.016398.
რამდენი მუხლისგან შედგება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №27, 05.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016398 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3367272/