იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2012 წლის 24 ივლისი
დაბა ლენტეხი
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:
ა) საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე);
ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე (უძრავ ძეგლებზე);
გ) შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:
გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი);
გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);
გ.გ) სასამართლო;
გ.დ) პროკურატურა;
დ) სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერზე;
ე) საგზაო ნიშნებზე.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე;
ბ) იმ შენობების შემომსაზღვრელ ღობეებზე, რომელშიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე – მიწის ზევით არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე, ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებიდან, სადენებიდან და სხვა ელექტრომოწყობილობებიდან არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით;
დ) ყველა სხვა შენობა-ნაგებობასა და ობიექტზე, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით აკრძალული ადგილებისა, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
მუხლი 3
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 4
გათვალისწინებულ იქნეს, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მუხლი 5
უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ის მოხელეები, რომლებსაც ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“?
- „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“ მიღებულია 24.07.2012. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.115.016091.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“, №24, 24.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016091 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1714199/