იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის, საარჩევნო პლაკატების გაკვრა და რომლებზედაც დასაშვებია მათი განთავსება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.137.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 25

2012 წლის 7 აგვისტო

დაბა ადიგენი

იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის, საარჩევნო პლაკატების გაკვრა და რომლებზედაც დასაშვებია მათი განთავსება

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია:

ა) საკულტო ნაგებობებზე (ეკლესიები, მონასტრები, ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო ნაგებობები);

ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე (უძრავ ძეგლები);

გ) იმ შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:

გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო თუ სამსახური);

გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა, მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);

გ.გ) სასამართლო;

გ.დ) პროკურატურა;

დ) სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის სასაზღვრო პოლიცია) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერზე;

ე) საგზაო ნიშნებზე.

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის, საარჩევნო პლაკატების განთავსება დასაშვებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე;

ბ) იმ შენობების შემომსაზღვრელ ღობეებზე, რომელშიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე – მიწის ზემოთ არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე, ბოძზე დამონტაჟებული კვანძებიდან, სადენებიდან და სხვა ელექტრომოწყობილობებიდან არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით;

დ) ყველა სხვა შენობა-ნაგებობებსა და ობიექტზე ან მათ შემომსაზღვრელ ღობეებზე გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით აკრძალული ადგილებისა, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.

    მუხლი 3

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალა, საარჩევნო პლაკატები სხვა შენობა-ნაგებობებსა და ობ­იე­­­­­ქტე­ბზე ან მათ შემომსაზღვრელ ღობეებზე შეიძლება გამოიფინოს მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.

    მუხლი 4

გათვალისწინებულ იქნ ე ს, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 5

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის, საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილი) შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის სპეციალისტები.

    მუხლი 6

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 7

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. ენდელაძე