შპს ,,სტომადენტის’’ კრედიტორთა პირველი კრების გადადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1859-17
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
2017 წლის 22 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
განმცხადებელი: შპს „სტომადენტი“
დირექტორი: შპს „რეაბილიტაცია“
წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე (არ გამოცხადდა)
მეურვე − სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო .
წარმომადგენელი − ლელა ხაციკიდუ.
კრედიტორი − სსიპ − შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი − მადონა გეწაძე.
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე , 285-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. შპს „სტომადენტის“კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და იმავე დღის წესრიგით მოწვეულ იქნეს 201 7 წლის 29 აგვისტოს 14:00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე − www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე