შპს „გრინ კაპიტალ პარტნერსის“ განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებლის – შპს „გრინ კაპიტალ პარტნერსის“ მიერ სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ აქციათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
● შემთავაზებელი ფლობს სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ მიერ გამოშვებულ 151114 (ას ორმოცდათერთმეტი ათას ას თერთმეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 88,003%-ს და სურს გამოისყიდოს სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ დარჩენილი 20 600 (ოცი ათას ექვსასი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს შეადგენს საწესდებო კაპიტალის 11,997 %-ს;
● სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 20 (ოცი) ლარს ერთ ცალ აქციაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია და არ არის იმ ფასზე ნაკლები, რაც შპს „გრინ კაპიტალ პარტნერსმა“ გადაიხადა გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 88.003 %-ის შესაძენად;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოქვეყნებული იქნება 2017 წლის 25 აგვისტოს;
● განცხადებები აქციონერთა მიერ შეთავაზებაში აღნიშნული პირობებით აქციების გასხვისების თაობაზე წერილობით გაკეთებული უნდა იქნეს 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 25 ნოემბრამდე;
● განცხადებები განიხილება 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;
● შემთავაზებელი იტოვებს უფლებას გააუქმოს შეთავაზება, მთლიანად ან მისი ნაწილი; ამ უკანასკნელი ან/და სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია ან გაუქმების განცხადება და გავრცელდება იმავე დადგენილი წესით;
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;
● სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი შპს „ეროვნული რეესტრი” (ლიცენზიის №20026), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №41, სართული 6; საკონტაქტო ტელ: 2311173; 2311174;
● „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ წინა პუნქტში აღნიშნული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ოფისის მითითებულ მისამართზე.
შემთავაზებელი
დირექტორი მ. მაჭავარიანი