სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 % -ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება ბანკ ვეტებეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიხაილ ედუარდის ძე ოსეევსკის, ვსევოლოდ ვალერის ძე სმაკოვს, ანნა ვიქტორის ასულ შუმეიკოს, იმავდროულად არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები, ილნარ ილშატის ძე შაიმარდანოვი, სერგეი ვლადიმირის ძე სტეპანოვი და არჩილ რესანის ძე კონცელიძე.
ამავე გადაწყვეტილებით გარე აუდიტორად სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ 2018 წლის წლიური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად დამტკიცდა აუდიტორული ფირმა EY Georgia LLC.
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკს ვეტებეს“ 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე www.vtb.ge.
გენერალური დირექტორი
არჩილ კონცელიძე