ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2017 წლის 30 აგვისტო ქ. ხობი |
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და სააგიტაციო მასალის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით, ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალა განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე:
ა)
№66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე – კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან;
ბ)
№66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე – გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან;
გ)
№66.03 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში – 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე;
დ)
№66.28 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – კოლხეთის დასახლების შესახვევთან და სტალინის ქუჩაზე – რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება მიეცეს გააკრას არაუმეტეს 3 (სამი) ცალი საარჩევნო პლაკატისა, ზომით: სიგრძე: არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 3
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად გამოყენებულ იქნეს იქ მდებარე გარე განათების ბოძები, მგზავრთა მოსაცდელები და ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა.
მუხლი 4
აიკრძალოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
მუხლი 5
საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“?
- „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ მიღებულია 30.08.2017. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.106.016239.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.08.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“, №31, 30.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3794138/