⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)

პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2017
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016865
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 432 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2017 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №107 2017 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-20 მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესი თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში (შემდგომში – მაღაზია) პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესს. მუხლი 2🔗 ინსპექტირებისას მოწმდება მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ამავე პროდუქციის საბაზრო ღირებულებასთან. მუხლი 3🔗 მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულებას ამოწმებს ინსპექტირების კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტით. ამავე ბრძანებით განისაზღვრება ინსპექტირების კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 4🔗 იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მაღაზიაში გასაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზუსტი ანალოგი (ბრენდი) საცალო ვაჭრობით დაკავებულ მსხვილ ობიექტების გაყიდვაში არ არის, დაწესებულების მაღაზიაში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ სხვა ნებისმიერ 3 სავაჭრო ობიექტში იდენტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასს 10%-ით. მუხლი 5🔗 1. კომისია ატარებს  როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ ინსპექტირებას. 2. გეგმური ინსპექტირება დაწესებულების თითოეულ მაღაზიაში ტარდება წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ. 3. არაგეგმური ინსპექტირების ჩატარების საფუძველი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივარი. მუხლი 6🔗 1. ინსპექტირების ჩატარებისას კომისია უფლებამოსილია შევიდეს მაღაზიის ტერიტორიაზე, მოითხოვოს მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მაღაზიის წარმომადგენლისგან (მენეჯერისგან) პროდუქციის ფასთან დაკავშირებით მიიღოს ახსნა-განმარტება. 2. ინსპექტირების ჩატარებისას კომისია ასევე უფლებამოსილია მოახდინოს საკონტროლო შესყიდვა მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასის დადგენის მიზნით. მუხლი 7🔗 ინსპექტირება შესაძლებელია ჩატარდეს ისპექტირების შესახებ მაღაზიისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მუხლი 8🔗 ინსპექტირება ტარდება მაღაზიის წარმომადგენლის (მენეჯერის) თანდასწრებით. მუხლი 9🔗 1. მაღაზიის ინსპექტირებისას  დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს ჩატარების თარიღი, ადგილი, ინსპექტირებისას უშუალოდ მონაწილე პირთა ვინაობა და ინსპექტირებისას მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება. 2. ოქმს ხელს აწერს ინსპექტირებაში უშუალოდ მონაწილე კომისიის თითოეული წევრი და მაღაზიის წარმომადგენელი (მენეჯერი). მუხლი 10🔗 1. მაღაზიის ინსპექტირების შემდგომ 5 სამუშაო დღეში კომისიის წევრები აკეთებენ დასკვნას ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით. 2. დასკვნაში უნდა მიეთითოს: ა) დასკვნის მიღების თარიღი; ბ) კომისიის წევრების ვინაობა; გ) მაღაზიის ინსპექტირების თარიღი; დ) მაღაზიის ინსპექტირებისას, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება; ე) კომისიის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგები; ვ) მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ამავე პროდუქციის საბაზრო ღირებულებასთან. 3. ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით კომისიის წევრის განსხვავებული აზრი შენიშვნის სახით ფიქსირდება დასკვნაში. მუხლი 11🔗 კომისია ვალდებულია, ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით მიღებული დასკვნა ინსპექტირების დასრულებიდან 3 სამუშაო დღეში მოხსენებითი ბარათით აცნობოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს.