2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №416
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.020125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2017
matsne.gov.ge 990 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი
მუხლი 1
ახალი მუნიციპალიტეტი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი
მუხლი 1
ძირითადი ადმინისტრაციული შენობა
შენობა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები
მუხლი 1
კომისია
2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის მიზნით შექმნილი კომისია
მუხლი 1
ა(ა)იპ
გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – ა(ა)იპ)
მუხლი 1
მიპ
გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მეწარმე იურიდიული პირი (შემდგომში – მიპ).
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი 85% 03.06.2016 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 07.09.2021 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 20.10.2017 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 10.02.2015 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 22.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №416 2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის №1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესი ეს წესი, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს. მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი; ბ) ახალი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი; გ) ძირითადი ადმინისტრაციული შენობა – შენობა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; დ) კომისია – 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის მიზნით შექმნილი კომისია; ე) ა(ა)იპ – გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – ა(ა)იპ); ვ) მიპ – გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მეწარმე იურიდიული პირი (შემდგომში – მიპ). მუხლი 2🔗. უძრავი ქონების გადაცემის წესი გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე ძირითად ადმინისტრაციულ შენობასა/შენობებსა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. მუხლი 3🔗. მოძრავი ქონების გადაცემის წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებაზე შესაბამისი უფლება გადაეცემა და მოძრავი ქონება ნაწილდება შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტზე. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ სხვა მოძრავ ქონებაზე შესაბამისი უფლება გადაეცემა და მოძრავი ქონება ნაწილდება შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტზე. მუხლი 4🔗. დოკუმენტაციის გადაცემის წესი გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან არსებული დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოს მიღება ჩაბარების აქტით. მუხლი 5🔗. ვალდებულებების გადაცემის წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი. 2. გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის უფლებამოსილებების გადაცემის წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების დამფუძნებლების უფლებამონაცვლეა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფს შესაბამისი ა(ა)იპ-ების გაერთიანებას. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც ა(ა)იპ-ებს გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაეცემა ა(ა)იპ-ების დამფუძნებლების უფლებამონაცვლე შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.  მუხლი 7🔗. მიპ-ის წილების გადაცემის წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მიპ-ების წილებზე საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. 2.  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც მიპ-ებს გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაეცემა მიპ-ების წილზე საკუთრების უფლების მქონე შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 8🔗. სხვა ქონების გადაცემის წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი უფლება გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისათვის სახელმწიფოს მიერ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მსუბუქი ავტომანქანები/მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომანქანები (ავტობუსები/ მიკროავტობუსები) გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (სატვირთო ავტომობილი, მისაბმელი ტექნიკური საშუალებები, სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და სხვა)  შესაბამისი უფლება გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევებზე. 3.  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლება გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. 4. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლება, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევის მოთხოვნასთან, გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს, რომლის მოსახლეობასაც უკავშირდება შესაბამისი მომსახურების გაწევა. 5. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლება, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. 6. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების ბალანსზე რიცხული და სხვა ქონება, რომელთა გადანაწილების საკითხი არ რეგულირდება ამ წესის შესაბამისად, გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. მუხლი 9🔗. კომისია 1. 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/ სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის მიზნით, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის/მერის მიერ იქმნება შესაბამისი კომისიები. 2. კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას და ამ წესის შესაბამისად, ადგენს შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტისათვის ქონებისა და ვალდებულებების გადაცემის ნუსხას არა უგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრისა. 3.  ნუსხა ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს, ამ წესის შესაბამისად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების ქონებისა და ვალდებულებების შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისა და უფლებამონაცვლეობის საკითხს. 4.  ნუსხას ამტკიცებს კომისია თავისი გადაწყვეტილებით. 5. თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, კომისია ინვენტარიზაციის პროცესში ხელმძღვანელობს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესით. მუხლი 10🔗. დავების გადაწყვეტა 1. შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვის საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი უფლების რეგისტრაცია (უძრავ ქონებაზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე) ან კერძო სამართლის იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. 2. თუ ქონების ან/და ვალდებულების გადაცემის/ უფლებამონაცვლეობის საკითხი ნუსხით არ არის ან არასათანადოდაა დარეგულირებული და აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს უფლებამოსილება შეუწყდათ, ქონება ან/და ვალდებულება გადაეცემა ან უფლებამონაცვლედ მიიჩნევა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი, რომელსაც, ამ წესის შესაბამისად, ნუსხით უნდა გადაცემოდა შესაბამისი ქონება ან/და ვალდებულება ან განსაზღვრულიყო უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავს შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის მერი. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვას თან ერთვის შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის მერის თანხმობა.