„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87-82 |
|
2021 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
2. ეს წესი ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე, საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ მხოლოდ იმ ქონებაზე, რომლის პრივატიზებაც ვერ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ ორჯერ გამართულ საჯარო ან/და ელექტრონული აუქციონის გზით.
3. ეს წესი არ ზღუდავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ამ წესით განსაზღვრული ქონების პრივატიზება განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.
4. ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, ამ წესის თავისებურებების გათვალისწინებით, მოქმედებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილება.
ა) მუნიციპალიტეტი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი;
ბ) ქონება – განაშენიანების რეგულირების გეგმისა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში (ან მომავალი საკუთრების უფლებით) გადაცემული საცხოვრებელი ბინა ერთეული ე.წ. თეთრ კარკასულ მდგომარეობაში;
გ) ქონების პრივატიზება – ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ამ წესის შესაბამისად;
დ) პირვანდელი მესაკუთრე – პირი, რომელიც ქონებას გადასცემს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ან მომავალი საკუთრების უფლებით;
ე) დაინტერესებული პირი – ქონების შეძენით დაინტერესებული პირი;
ვ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო;
ზ) ქონების პრივატიზების ხელშეკრულება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით სააგენტოს, პირვანდელ მესაკუთრესა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული გარიგება ქონების პრივატიზების თაობაზე;
თ) თანამშრომლობის მემორანდუმი – სააგენტოსა და პირვანდელ მესაკუთრეს შორის დადებული გარიგება ქონების პრივატიზების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
2. მთავრობა ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდგომში – საკრებულო) შეთანხმებით.
3. სააგენტო უფლებამოსილია პირვანდელ მესაკუთრესთან გააფორმოს თანამშრომლობის მემორანდუმი.
2. ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა ეფუძნებოდეს ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას. საკრებულოსთან შეთანხმებით, ქონების საპრივატიზებო საფასურის ოდენობა შესაძლებელია იყოს ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნისაგან განსხვავებული.
3. ქონების პრივატიზების ხელშეკრულებაში, მათ შორის, განისაზღვრება რომ:
ა) ქონების შემძენი არის დაინტერესებული პირი;
ბ) ქონების პრივატიზების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ პირვანდელ მესაკუთრისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქონების საპრივატიზებო საფასურის 3 პროცენტს;
გ) ქონების პრივატიზების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისათვის საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ქონების პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.
4. უძრავი ქონების პრივატიზება შესაძლებელია განხორციელდეს პირვანდელ მესაკუთრეზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობებით, რა შემთხვევაშიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას (წარმოდგენილი სააგენტოს მიერ) და პირვანდელ მესაკუთრეს შორის ფორმდება ქონების პრივატიზების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება.