„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№309
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №309

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.

2. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე  მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და ინფორმაციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.

4. შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პირის სააღრიცხვო მონაცემებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს და გვარს, პირად ნომერს/პასპორტის ნომერს, პირის დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, რეგისტრაციის/საცხოვრებელ მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს და რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი