სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №42/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №42/2017
2017 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ან მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად.
მუხლი 2🔗
თუ ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი ცესკოში და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს თითო ეგზემპლარად.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი