სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1843
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2017
matsne.gov.ge 346 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 05.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 11.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არქევანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 16.09.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 08.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 14.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1843 2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების   შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, კ. მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89000.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – №22 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.34.016) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ოზურგეთი გარმენთს“ (ს/კ 445512240). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საფეიქრო/ტექსტილის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 1 748 260 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდარვა ათას ორას სამოცი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში; გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (ჯინსის ქსოვილის ტანსაცმელი არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ერთეულისა ჯამურად) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის  არანაკლებ 25%-ის წარმოება; დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის  50%-ის წარმოება. 3. შპს „ოზურგეთი გარმენთის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი