გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 14.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №45/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016359
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№45/2017
2017 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრით გამოვლენისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნული, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლში აღნიშნული ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ასევე გაიმართება ხელახალი წილსყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი