შპს „ლაზეთის“ განცხადება სს „ზუგდიდკონსერვის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 შპს „ლაზეთის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 42042486, მისამართი: ქ.ზუგდიდი, შ.რუსთაველის ქ.138, ელ. ფოსტა: kvirkvia.1979@mail.ru), როგორც რეგისტრირებულ კომპანიას 2017-წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით შეძენილი აქვს სს „ზუგდიდკონსერვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 219983757) აქციონერთა კუთვნილი 596,981(ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რაც შეადგენს ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს (96,65439%-ს). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ მუხლი 53 4 -ისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 8 -309 9 -ე მუხლების თანახმად, შპს „ლაზეთი“ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში (საკანონმდებლო მაცნე) აქვეყნებს განცხადებას სს „ზუგდიდკონსერვის“ დარჩენილ აქციათა (3,34561%) სავალდებულო მიყიდვის შესახებ, სასამართლოში განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მაინც.

 შპს „ლაზეთი“ მზადაა გამოისყიდოს სასამართლოში განცხადების შეტანის გზით, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ მუხლი 53 4 -ის თანახმად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესით, სს „ზუგდიდკონსერვის“ აქციონერთა საკუთრებაში არსებული დარჩენილი 20 664(ოცი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს 3,34561-% ს. ხოლო ფასი, დარჩენილი ყოველი ჩვეულებრივი აქციისათვის, სასამართლოს ან მხარეთა მიერ შეთავაზებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის მხრიდან დადგენილი იქნება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი შეფასების მეთოდების გამოყენებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 8 -309 9 -ის შესაბამისად.

 შპს „ლაზეთი“ აცხადებს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სს „ზუგდიდკონსერვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 219983757) აქციონერთა 20 664 (ოცი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ცალი ჩვეულებრივი აქციის (რომელიც შეადგენს 3,34561-%,) სავალდებულო შესყიდვა მოხდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

 აქციონერს, რომელიც რაიმე მიზეზის გამო პირადად არ გაეცნობა ბეჭდვით ორგანოში (საკანონმდებლო მაცნე) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებას, ან ფოსტით მეშვეობით არ მიიღებს შეტყობინებას, აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის შესახებ. ეთხოვება, მიაკითხოს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №74.ა (ი. მოსაშვილის ქ. №11) ტელ: 2225351, ფაქსი: 225 1560.

 

პატივისცემით,

წარმომადგენელი,

შპს „ლაზეთის“ დირექტორი:                                   მამუკა კვირკვია

 

14.09.2017წ.