„მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ~
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №455
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის პროგრამის – „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებები“ (ორგანიზაციული კოდი 37 01 16), „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მარტის №128 და „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №237 განკარგულებების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 18,606,680 ლიტრი „ლ-62“მარკის დიზელის საწვავი. დიზელის საწვავის რაოდენობა განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულების მიერ ოჯახების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფის შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 386 460 ლიტრი დიზელის საწვავი.
დარჩენილი დიზელის საწვავის მარაგის ნაწილის შემდგომი გამოყენების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბ. კვეზერელი) უზრუნველყოს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დიზელის საწვავის გადაცემა დანართის მიხედვით.
2. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა უზრუნველყონ მიღებული საწვავის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გადაცემული დიზელის საწვავი გამოიყენონ მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობისათვის.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადასაცემი დიზელის საწვავის ნუსხა
| რეგიონი (მუნიციპალიტეტი) | ლიტრი |
| იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია | 16190 |
| გურიის სამხარეო ადმინისტრაცია | 5500 |
| კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია | 48600 |
| შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია | 16700 |
| სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია | 5000 |
| მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია | 25700 |
| რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია | 7460 |
| ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია | 26320 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია | 24830 |
| სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია | 18880 |
| ხულოს მუნიციპალიტეტი | 1000 |
| შუახევის მუნიციპალიტეტი | 1000 |
| ქედის მუნიციპალიტეტი | 1000 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 1000 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 530 |
| სულ: | 199710 |