საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №35
2009 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მათ შემადგენლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოუყოს 19 998 876 (ცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი) ლარი ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტების გამგეობებმა უზრუნველყონ პირველი პუნქტის მიხედვით გამოყოფილი თანხის წარმართვა გამგეობების რწმუნებულების მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის ან/და კეთილმოწყობის პირველი რიგის სამუშაოების დასაფინანსებლად. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია გამოყოფილი თანხის გაერთიანება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებათა საერთო ინტერესების შესაბამისად.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დანართი
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 235858 |
| ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 176396 |
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 445909 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტი | 268151 |
| ასპინძის მუნიციპალიტეტი | 112068 |
| ადიგენის მუნიციპალიტეტი | 258961 |
| გორის მუნიციპალიტეტი | 715508 |
| ქარელის მუნიციპალიტეტი | 388919 |
| კასპის მუნიციპალიტეტი | 368710 |
| ხაშურის მუნიციპალიტეტი | 361520 |
| დუშეთის მუნიციპალიტეტი | 599466 |
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 79390 |
| მცხეთის მუნიციპალიტეტი | 357802 |
| თიანეთის მუნიციპალიტეტი | 201847 |
| ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 476903 |
| წალკის მუნიციპალიტეტი | 219723 |
| დმანისის მუნიციპალიტეტი | 266220 |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 681771 |
| მარნეულის მუნიციპალიტეტი | 781322 |
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | 271595 |
| ახმეტის მუნიციპალიტეტი | 300829 |
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი | 179086 |
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 435216 |
| ყვარლის მუნიციპალიტეტი | 223309 |
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 421991 |
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 380359 |
| სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 278651 |
| თელავის მუნიციპალიტეტი | 346177 |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 196418 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 419480 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 401409 |
| საჩხერის მუნიციპალიტეტი | 382494 |
| სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 292943 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 327957 |
| ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 185794 |
| ვანის მუნიციპალიტეტი | 266339 |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 340221 |
| ხონის მუნიციპალიტეტი | 204989 |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 445282 |
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 224349 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 228856 |
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 157274 |
| ონის მუნიციპალიტეტი | 126756 |
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 254308 |
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 320125 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 547574 |
| აბაშის მუნიციპალიტეტი | 219462 |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 282372 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 194040 |
| მარტვილის მუნიციპალიტეტი | 443789 |
| მესტიის მუნიციპალიტეტი | 261643 |
| სენაკის მუნიციპალიტეტი | 263489 |
| ხობის მუნიციპალიტეტი | 337308 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 676614 |
| ქედას მუნიციპალიტეტი | 255539 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 534830 |
| შუახევის მუნიციპალიტეტი | 282380 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 681382 |
| ხულოს მუნიციპალიტეტი | 409805 |
| სულ | 19 998 876 |