მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი მინერალური სასუქიდან (ამონიუმის გვარჯილა) დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№498
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №498

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი მინერალური სასუქიდან ( ამონიუმის გვარჯილა) დარჩენილი მარაგის შემდგომი   გამოყენების შესახებ

„მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის № 52 განკარგულების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 941 541 ტომარა მინერალური სასუქი (ამონიუმის გვარჯილა). მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) რაოდენობა განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულების მიერ ოჯახების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 9 645 ტომარა მინერალური სასუქი (ამონიუმის გვარჯილა).

დარჩენილი მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) მარაგის შემდგომი გამოყენების მიზნით:

  ა) არსებული ნაშთიდან საქართველოს საპატრიარქოს გადაეცეს 6285 ტომარა მინერალური სასუქი (ამონიუმის გვარჯილა) № 1 დანართის მიხედვით;

  ბ) გაუნაწილებელი მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) არსებული ნაშთი № 2 დანართის მიხედვით გადაეცეთ შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს;

  გ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) არსებული ნაშთი გამოიყენონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

 

   პრემიერ-მინისტრი                                   ნიკა გილაური

 

   დანართი № 1

საქართველოს საპატრიარქოსათვის გადასაცემი მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) ნაშთი

 

მუნიციპალიტეტების დასახელება, რომელთაც საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადასცენ მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) ნაშთი

გადასაცემი მ ინერალური

სასუქის რაოდენობა (ტომრებით)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

1200

 ბოლნისის მუნიციპალიტეტი

900

 მარნეულის მუნიციპალიტეტი

100

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

700

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

300

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

60

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

157

ადიგენის მუნიციპალიტეტი

426

ახალციხის მუნიციპალიტეტი

72

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

10

 ასპინძის მუნიციპალიტეტი

7

 თელავის მუნიციპალიტეტი

48

ახმეტის მუნიციპალიტეტი

371

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

396

ყვარლის მუნიციპალიტეტი

140

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

96

 გარდაბნის მუნიციპალიტეტი

600

 დმანისის მუნიციპალიტეტი

26

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

30

 მარნეულის მუნიციპალიტეტი

119

 ბაღდათის მუნიციპალიტეტი

170

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

100

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

257

            სულ:

6 285

 

                დანართი №2

სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის გადასაცემი მინერალური

სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) ნაშთი

მუნიციპალიტეტების დასახელება, რომელთაც სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს უნდა გადასცენ მინერალური სასუქის (ამონიუმის გვარჯილა) ნაშთი

გადასაცემი

მინერალური

სასუქის რაოდენობა (ტომრებით)

 

სახელმწიფო რწმუნებულე-

ბის – გუბერნატორების ადმინისტრაციები

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

1097

 

სამეგრელო-

ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

406

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

39

ხობის მუნიციპალიტეტი

597

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

360

დედოფლისწყაროს 

მუნიციპალიტეტი

448

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

270

      სულ

 

3 217

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

143

იმერეთის სამხარეო

ადმინისტრაცია

სულ:

143

 

მთლიანი ნაშთი: 

3 360