მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№628
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის – „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებები“(ორგანიზაციული კოდი 37 01 16), „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მარტის № 128 და „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის № 237 განკარგულებების საფუძველზე საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 18,606,680 ლიტრი „ლ-62“მარკის დიზელის საწვავი. დიზელის საწვავის რაოდენობა განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულების მიერ ოჯახების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფის, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 173005 ლიტრი დიზელის საწვავი.
დარჩენილი დიზელის საწვავის მარაგის ნაწილის შემდგომი გამოყენების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბ. კვეზერელი) უზრუნველყოს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დიზელის საწვავის გადაცემა დანართის მიხედვით.
2. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა უზრუნველყონ მიღებული საწვავის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გადაცემული დიზელის საწვავი გამოიყენონ მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობისათვის.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
დიზელის საწვავის ნაშთი
|
რეგიონი
| გადასაცემი დიზელის საწვავის რაოდენობა (ლიტრობით) |
| იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია
| 11600 |
| კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია
| 48550 |
| შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია
| 1960 |
| სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია
| 14240 |
| მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
| 26310 |
| ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია
| 23545 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
| 26310 |
| სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია
| 15850 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
| 4640 |
| სულ:
| 173005 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ“?
- „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ“ მიღებულია 29.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №628. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ“, №628, 29.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106050/