ცალკეულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის მოწესრიგების მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1467
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1467

2012 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ცალკეულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის მოწესრიგების მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, ულებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალკეულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი ხარჯების რაციონალურად გამოყენებისა და ამ ხარჯების გაწევის შემდგომი მოწესრიგების მიზნით, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე, დროებითი ღონისძიების სახით:

1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების ფარგლებში ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის ყოველთვიური დამატებითი ნორმები განისაზღვროს დანართის მიხედვით.

2. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვრულ იქნეს ორი საჯარო მოსამსახურე (მინისტრის მოადგილე/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ან სხვა უფლებამოსილი პირი), რომელსაც (რომლებსაც) უფლება ექნება გასწიოს საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ხარჯები, შესაბამისად, 1500 ლარის და 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ განკარგულების აღსრულებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ბრძანება საჯარო მოსამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.

4. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 აგვისტოდან.

 

    პრემიერ-მინისტრი                             ივანე მერაბიშვილი

 

 

                                            დანართი

 

წარმომადგენლობითი ღონისძიებების ფარგლებში

ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელ

თანამდებობის პირთა წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის

ყოველთვიური დამატებითი ნორმები

 

მინისტრი

–  

3 000 ლარი

სახელმწიფო მინისტრი 

3 000 ლარი

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

3000  ლარი

ქალაქის მერი

2000  ლარი

მუნიციპალიტეტის (რაიონის) გამგებელი  

2000 ლარი

მუნიციპალიტეტის (ქალაქის) საკრებულოს თავმჯდომარე

2000 ლარი