საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1312
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 06/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1312

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

       1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.

       2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #2623 განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“.

       3. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 9 ივლისიდან.

 პრემიერ‑მინისტრი                               ივანე მერაბიშვილი

                                                   

                                                  დანართი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე

მინისტრი

1

3,540

მინისტრის პირველი მოადგილე

1

2,950

მინისტრის მოადგილე

3

2,720

დეპარტამენტის უფროსი

8

2,150

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

4

1,700

მინისტრის მრჩეველი

5

1,900

სამსახურის უფროსი

3

1,890

სამსახურის უფროსის მოადგილე

3

1,470

სამმართველოს უფროსი

8

1,600

მთავარი ბუღალტერი

1

1,450

მთავარი სპეციალისტი

46

1,180

უფროსი სპეციალისტი

22

950

სპეციალისტი

13

830

მინისტრის თანაშემწე

1

830

მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე

2

830

მინისტრის მოადგილის თანაშემწე

5

830

სულ ჯამი

126