საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 2-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.
2. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვ რ ოს 15 ერთეულით.
3. განკარგულება ძალაშია 201 4 წლის 8 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
|
| |
|
| დანართი | |
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები | ||
|
|
|
|
| თანამდებობის დასახელება | რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე |
| მინისტრი | 1 | 3,540 |
| მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2,950 |
| მინისტრის მოადგილე | 3 | 2,720 |
| დეპარტამენტის უფროსი | 11 | 2,150 |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 10 | 1,700 |
| მინისტრის მრჩეველი | 6 | 1,900 |
| მრჩეველი | 2 | 1,500 |
| სამმართველოს უფროსი | 12 | 1,600 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 | 1,450 |
| მთავარი სპეციალისტი | 56 | 1,180 |
| უფროსი სპეციალისტი | 24 | 950 |
| სპეციალისტი | 8 | 830 |
| მინისტრის თანაშემწე | 2 | 1,180 |
| თანაშემწე | 4 | 830 |
| სულ ჯამი | 141 |
|