საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№198
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №198

2013 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.

2. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს 12 ერთეულით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2094 განკარგულება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“.

4. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 5 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ბ. ივანიშვილი

 

დანართი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე

მინისტრი

1

3,540

მინისტრის პირველი მოადგილე

1

2,950

მინისტრის მოადგილე

3

2,720

დეპარტამენტის უფროსი

8

2,150

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

5

1,700

მინისტრის მრჩეველი

5

1,900

მრჩეველი

2

1,500

სამსახურის უფროსი

3

1,890

სამსახურის უფროსის მოადგილე

3

1,470

სამმართველოს უფროსი

10

1,600

მთავარი ბუღალტერი

1

1,450

მთავარი სპეციალისტი

50

1,180

უფროსი სპეციალისტი

23

950

სპეციალისტი

8

830

თანაშემწე

3

830

სულ ჯამი

126