მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №128
2008 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამით – „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებები“ – (ორგანიზაციული კოდი 37 01 16) გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებლად განხორციელებისთვის დიზელის საწვავისა და მისი შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიწოდების, აგრეთვე მოსახლეობის საწვავის მიღების წესებისა და ადგილების შესახებ ინფორმირების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო კლიპების დამზადება-განთავსების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობა და მოსარგებლეებისათვის დიზელის საწვავის ტალონების გადაცემა.
3. განკარგულება ძალაშია „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 15.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №128. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №128, 15.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2104805/