სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №377
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნველყოს საჭირო მომსახურების შესყიდვა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“მეთოდოლოგიის გადახედვა-გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის მიზნით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 48-ე მუხლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებანი ამ განკარგულების შესასრულებლად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე