სააქციო საზოგადოება ,,ფოთი მაცივარი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ფოთი მაცივრის“

აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ფოთი მაცივრის“ (ს/ნ: 215080383) აქციონერთა მორიგი საერთო კრება დანიშნულია 2017 წლის 16 ოქტომბერს, დღის 14 საათზე.

მის.: საქართველო, ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. 9

საერთო კრების დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების არჩევა;

სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 29 აგვისტო.

სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ აქციონერებს, რომ გამოცხადდნენ კრებაზე და ხელი შეუწყონ მის შეუფერხებელ ჩატარებას, რათა შესაძლებელი იყოს დღის წესრიგის საკითხების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

აქციონერებს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება კრების დაწყებამდე 10-დღიან პერიოდში შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ შპს „ეროვნულ რეესტრში“ (მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №41, მე-6 სართული). სს „ფოთი მაცივრის“ დირექციაში, აქციონერებს შეუძლიათ დღის წესრიგთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და წინადადებების წარდგენა.

სს „ფოთი მაცივრის“ დირექტორი                                                                    ვლადიმერ ჯამბურია