მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2017 წლის 15 სექტემბერი ქ. მცხეთა |
|
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
4. დაწესებულების ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი).
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
5. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) განკარგვას დაწესებულება ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 201 წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -----------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. 5. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 201 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება-------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 201 წლის ----------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება-------------------------------------------------------
ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------
კომისიის დასკვნა ------------------------------------------------------------ კომისიის წევრები: 1 ---------------------------------------------------------- 2 ---------------------------------------------------------- 3 --------------------------------------------------------- 4 ---------------------------------------------------------- 5 ---------------------------------------------------------- ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი: ბ.ა.
ფორმა №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... 20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი: კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||