საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2017 ძალადაკარგული 13.01.2020
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016526
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №76

2017 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების  ოფისის  უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 2 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა –
C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 2. თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის  უფროსის მოადგილე  (მეორე რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 3. თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის  მთავარი სპეციალისტი  (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

ე) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე ნატოსა და ევროკავშირში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი ნატოსა და ევროკავშირში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

მუხლი 7. საქართველოს თავდაცვის ატაშეს მრჩეველი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება  არანაკლებ 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „დიპლომატიური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

4. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 8. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწე (მეოთხე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან  დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული, ფრანგული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 9. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში (ქ. ნიუ იორკი, აშშ) (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

3. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

4. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) გაეროს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 10. საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწე უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში (მეოთხე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)🔗

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);

ბ) სამართალის მიმართულება (საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის სპეციალობები);

გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოლოგიის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები);

დ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით სპეციალობები).

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება.

5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით რუსული ენის ცოდნა.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 11. თავდაცვის ატაშეს მოადგილე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)🔗

1.უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: