კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/8768-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კ რედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე − თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი − კრედიტორი − სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე
წარმომადგენლები − 1 − ლევან ქევხიშვილი
2 − გიორგი ცობეხია
მოვალე - სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“
გაკოტრების მმართველი − აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები − 1 − ნათია სახოკია
2 − ზურაბ ჯავახიშილი
3 − ნანა გალახვარიძე
მოთხოვნა − კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენლებმა ლევან ქევხიშვილმა და გიორგი ცობეხიამ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 21 სექტემბერს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების შესახებ.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი