შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1492-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/1492-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – შპს „არენა მშენის“ რეაბილიტაციის მმართველი შერმადინ გიგოლაშვილი.

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „არენა მშენის“ რეაბილიტაციის მმართველის შერმადინ გიგოლაშვილის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „არენა მშენის“ მიმართ.

2017 წლის 8 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა რეაბილიტაციის მმართველმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) რეაბილიტაციის მმართველის არჩევა, 2) სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს

კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

დაადგინა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1) რეაბილიტაციის მმართველის არჩევა;

2) სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                             თამარ ჭუნიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 11.12.2017. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1492-16.
სად არის „შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“, №2/1492-16, 11.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3903880/