სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11836-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11836-15

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – სს „პარკ პლეისი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204868492)

დირექტორი – როინ მოსეშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ არბოლიშვილი

 

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

 

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,პარკ პლეისის’’ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მესამე  ნაწილის  თანახმად  კრედიტორთა  რიგგარეშე  კრების  მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს  (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

 

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2018 წლის 23 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №29  შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა;

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება  გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,  სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                       თამარ ჭუნიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2018.
როდის იქნა მიღებული „სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 20.02.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/11836-15.
სად არის „სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „სს „პარკ პლეისის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“, №2/11836-15, 20.02.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4071929/