სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8768-11

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  201 8 წლის 25 ოქტომბერი  

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები (კრედიტორები): 1. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“

წარმომადგენელი: ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036

2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

წარმომადგენლები: 1. ლევან ქევხიშვილი

2.  გიორგი ცობეხია

3. ლერი ქათამაძე

4. თამარ გურაბანიძე

მოვალე – სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერმა თამთა მაჭარაშვილმა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №28 შემდეგი დღის წესრიგით: 

1.1. კრედიტორული მოთხოვნების შესახებ განცხადებების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                  თამარ ჭუნიაშვილი .


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2018.
როდის იქნა მიღებული „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 25.10.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/8768-11.
სად არის „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/8768-11, 25.10.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4352825/