საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.09.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.03.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”; ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2017 წლის 19 სექტემბერი
ქ. სენაკი
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 3
0/03/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016261).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა
დანართი №1
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების (შემდგომში –
საპატიო წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საპატიო წოდებებია:
ა) სენაკის საპატიო მოქალაქე;
ბ) სენაკზე მზრუნველი.
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ -პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს სენაკის მუნიციპალიტეტში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; სენაკის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. სენაკზე მზრუნველის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) ან ნებისმიერ საქმიანობაში თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
5. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2🔗.
საპატიო წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო
საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ საკითხს იხილავს და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამის სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართვას პირველადი სტრუქტურული ერთეული –
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს;
ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
ვ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას.
2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
საპატიო წოდების მინიჭების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, პირველადი სტრუქტურული ერთეული –
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეული –
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად.
საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით.
საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით –
„საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდზე.
წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისათვის მიენიჭა ეს წოდება).