სს „ბათუმის ავტოსადგურის“ განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს, დღის 14 საათზე, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, დირექტორის სამუშაო კაბინეტში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245415242) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. სააქციო საზოგადოების დირექტორის 2016 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით. (მომხსენებელი: საზოგადოების დირექტორი ზაურ სოლომონიძე).

2. სს ,,ბათუმის ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო ანგარიშის განხილვა 2016-2017 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ. (მომხსენებელი: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვარიშვილი).

3. სს ,,ბათუმის ავტოსადგურის“ მოქმედ წესდებაში ცვლილების განხორციელების შესახებ. (ინიციატორი − აქციონერი, აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობა).

4. სს ,,ბათუმის ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ხუთამდე გაზრდის შესახებ.(ინიციატორი − აქციონერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა).

5. სხვადასხვა.

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 5 ნოემბერი.

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული. ტელ:(32)2226418) ან მის წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ., №37, მობ. ტელ.: 5(99)158806).

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

სააქციო საზოგადოება ,,ბათუმის ავტოსადგურის“ დირექტორ ი:           ზაურ სოლომონიძე