სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1937
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024562
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 

 

განკარგულება №1937

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1823 წელს პარიზში გამოცემული წიგნი – HISTOIRE DE L’ART PAR LES MONUMENS – PARIS, 1823 – „ხელოვნების ისტორია არქიტექტურული ძეგლების მიხედვით“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ფ/პ პავლე კუსიანს (პ/ნ: 01024013314).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ფ/პ პავლე კუსიანის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                        გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.09.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 13.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1937. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024562.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1937, 13.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024562 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3812595/